ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს არ ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოეხსნა.
,,ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ასოციაციამ დღეს აზიის შესარჩევი ეტაპიდან გასვლა დაადასტურა,'' - ვკითხულობთ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.ოფიციალურ მიზეზი არც ჩრდილოეთ კორეას დაუსახელებია, თუმცა თუ სამხრეთ კორეულ მედიას დავუჯერებთ, საქმე კორონავირუსის პანდემიას ეხება. Covid 19-ის გავრცელების გამო, აზიაში შესარჩევი ეტაპის მატჩები 2019 წლის ნოემბრიდან არ გამართულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეაში, თურქმენეთთან, ლიბანთან და შრი ლანკასთან ერთად უნდა ეთამაშა. მატჩები ივნისშია ჩანიშნული.
🚨 BREAKING🚨 🇰🇵 DPR Korea withdraw from #AsianQualifiers!https://t.co/1M6mXpQFe2 — #AsianCup2023 (@afcasiancup) May 16, 2021