Belive

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "რთულ ჯგუფში მოვხვდით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები C ლიგის მე-4 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთისა და გიბრალტარის ნაკრებებთან მოხვდა. ჩრდ. მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოი მილევსკიმ წილისყრა შეაფასა:
"საკმაოდ რთული ჯგუფია, დღეს ფეხბურთში არ არსებობს მარტივი მატჩი და წინასწარ დათვლილი ქულები. საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არაერთხელ გვითამაშია, მათ სერიოზული გუნდი ჰყავთ. ბულგარეთმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო - ეს ნაკრები დიდ პროგრესს განიცდის. გიბრალტარი, რა თქმა უნდა, არ არის იგივე დონის გუნდი, მაგრამ იოლად არაფერს დათმობს“, – ამბობს ბლაგოი მილევსკი.

სხვა სტატიები