Belive

ჩისკოს მეათე გამარჯვება - უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილზეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურის შეხვედრაში, "უოტფორდმა" "ნოტინგემს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე, ადამ მასინამ გაიტანა. აღნიშნული შეხვედრა ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის ჩისკო მუნიოსისთვის ზედიზედ მეორე (ორივე შემთხვევაში გოლის გაუშვებლად) ამ გუნდის თავკაცის რანგში მეათე მოგებული მატჩი აღმოჩნდა. "დინამო თბილისის" ყოფილმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბში უკვე მე-16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ში დამარცხდა. მის ხელში გუნდმა 32 ქულა მოიპოვა, 23 გოლი გაიტანა, 10 გაუშვა და 9 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. ამ მოგების შემდეგ, ესპანელი სპეციალისტის გუნდი დაგროვილი 66 ქულით, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მეორე პოზიციაზე ამაღლდა, თუმცა უახლოეს მდევარ "სუონსის" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ერთი ქულით ნაკლებს ფლობს. პრემიერ ლიგაში ჩემპიონშიფიდან პირდაპირი წესით ორი გუნდი გადადის, შემდეგი ოთხი საუკეთესო კი (მესამედან მეექვსე პოზიციის ჩათვლით) პრემიერ ლიგის საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებს. ტურნირის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი.

სხვა სტატიები