Belive

ჩისკომ პრემიერ ლიგაში აღზევებული ნორვიჩი მეორედაც დაამარცხა - უოტფორდს ელიტამდე 3 ქულა აშორებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურის შეხვედრაში, "უოტფორდმა" პრემიერ ლიგაში ნაადრევად აღზევებული "ნორვიჩ სიტი" სტუმრად - 1:0 დაამარცხა. "დინამო თბილისის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩისკო მუნიოსს, ახალი გუნდიდან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო გუნდის სეზონში მეორედ დამარცხებაში 57-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დენ გოსლინგი დაეხმარა. სიმბოლურია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში სადებიუტო შეხვედრა სწორედ "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართა და ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა. მას შემდეგ, 40 წლის მწვრთნელს ინგლისურ კლუბში ჯამში 24 მატჩი, 16 გამარჯვება, 3 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა.
43 ტურის შემდეგ, "უოტფორდს" 85 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ "სოუნსის" 8, ხოლო" მესამე ადგილზე მყოფ და მატჩით ნაკლების მქონე "ბრენტფორდს" 10 ქულით უსწრებს და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად დარჩენილ სამ შეხვედრაში ჯამში 3 ქულის დაგროვება სჭირდება. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგის საგზური ჩისკოს გუნდმა შესაძლოა შემდეგ ტურშივე მოიპოვოს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 24 აპრილს, საშინაო კედლებში, მეათეადგილოსან "მილოულს" მიიღებს.

სხვა სტატიები