Belive

ჩისკო მუნიოსის პირველი განცხადება ევროპა ლიგის კენჭისყრის შემდეგ!

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
LIVE.GE დაუკავშირდა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის ასისტენტ, ჩისკო მუნიოსს და ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგების შეფასება სთხოვა:
"შანსებზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან არ მჩვევია. ჩვენ არ ვიცით თუ რომელ გუნდს დავუპირისპირდებით, მთელი სამწვრთნელო შტაბი გავეცნობით გუნდებს და შემდეგ გვექნება უკეთესი შეხედულება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფეხბურთი ძველ დონეზე აღარ არის და შეიძლება ითქვას, რომ თამაში ყველამ ისწავლა და ევროთასების სპეციფიკიდან გამომდინარე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თავის მაქსიმუმს გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ზედიზედ მოგებული ოთხი მატჩის შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა, ასევე ევროთასებამდე ზუსტად ოთხი თამაში დაგვრჩა, ერთი თასზე და სამი ეროვნულ ჩემპიონატში. შევეცდებით რომ ეს პერიოდიც მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ყველა ფეხბურთელი ათვიცნობიერებს იმას, რომ ევროპა ლიგაზე ასპარეზობით მათთვის ახალი ეტაპი იწყება და ყველა მაქსიმუმს გაიღებს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის", - განაცხადა ესპანელმა LIVE.GE-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი ლა ფიორიტასა (სან მარინო) და ენგორდანს (ანდორა) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11-18 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები