Belive

ჩიხურას ბოსნიელი მეკარე თბილისურ მატჩამდე აბერდინს აფრთხილებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საჩხერის "ჩიხურა" 25 ივლისს ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინს" შეხვდება. პირველი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება. "ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე, დინო ჰამზიჩი შოტლანდიურ მედიასთან მეტოქეს სტადიონზე მოსალოდნელი ატმოსფეროს შესახებ აფრთხილებს. "აბერდინი" ისტორიული გუნდია და წყვილში ფავორიტად მოისაზრება, თუმცა ჩვენ მაინც იმედიანად ვართ. მინდა იცოდეთ, რომ საკუთარი ქვეყნისა და გულშემატკივრის წინაშე ჩვენ ძალიან დიდი ძალა გვაქვს. სახლის მატჩებში სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა და"ჩიხურა" ყოველთვის ცდილობს, რომ ქომაგი შედეგით ასიამოვნოს. მთავარი ისაა, რომ ჩვენს გუნდს კარგი სტრატეგია აქვს - საკუთარი თამაშის ჩვენება და ბრძოლა საფინალო სასტვენამდე. ჩვენ ამას გავაკეთებთ და აუცილებლად შევეცდებით, რომ 1 კვირის შემდეგ შოტლანდიაში კარგი შედეგით ჩავიდეთ," - თქვა დინო ჰამზიჩმა. 25 ივლისს "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი სტარტს 20:45 წუთზე აიღებს.

სხვა სტატიები