"ჩემთვის ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ამაზე უკეთესი არაფერია" - მარკო როისი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარკო როისი სეზონის ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიას" ტოვებს, მისთვის კი გერმანულ გუნდში ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
ბუნდესლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში "მაინც"-თან მარცხის შემდეგ მარკო როისმა მედიასთან კომენტარი გააკეთა
მიყვარს მოედანზე ყოფნა. ეს ბავშვობის ოცნებაა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ბევრი წელი აღარ დამრჩა ამის გასაკეთებლად, ამიტომ ვცდილობ, ვარჯიშზე და გასახდელში ყოველდღე კარგ განწყობაზე ვიყო ბიჭებთან ერთად, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომენატრება.
კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები - წინ ფინალია, ჩემთვის ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ამაზე უკეთესი არაფერია. ახლა ჩვენ ეს უბრალოდ მოგებით უნდა დავაგვირგვინოთ. - მარკო როისი