Belive

ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელები 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მებრძოლი კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ჯილდოსთვის მხოლოდ თავდამსხმელები იბრძოლებენ: ნეიმარი ("პსჟ"), ჟოაო ფელიში ("ატლეტიკო"), გაბრიელ ჟეზუსი ("მანჩესტერ სიტი") და არკადიუშ მილიკი ("ნაპოლი"). ბრაზილიელმა "გალათასარაისთან" შესანიშნავად ითამაშა და თურქულ კლუბს გოლიც გაუტანა, პორტუგალიელმა მოსკოვის "ლოკომოტივს" კარში 11-მეტრიანიდან შეაგდო, "ქალაქელთა" ახალგაზრდა ფორვარდმა ზაგრების "დინამოს" ჰეთ-თრიკი შეასრულა, "ნაპოლის" პოლონელმა თავდამსხმელმა კი 3 გოლი "გენკს" გაუტანა. კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ნებისმიერ გულშემატკივარს UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია.

სხვა სტატიები