Belive

ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე, დინამო თბილისის 4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია 

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეთა მოკლე სია ცნობილია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბრესტს", "რიგას", "ტირანას" და "სილექსს" შორის ერთ-ერთს შეხვდება. უეფას შტაბ-ბინაში პირველი ეტაპის წილისყრა 9 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათზე შედგება. დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება და სტუმარ-მასპინძელსაც წილისყრა გაარკვევს.

სხვა სტატიები