Belive

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: გუნდების განვლილი დაპირისპირებები

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა ცნობილია. ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში "ბარსელონა" "ლივერპულს" დაუპირისპირდება, მეორე წყვილში კი "ტოტენჰემი" "აიაქსის" ბარიერის გადალახვას შეეცდება. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალური წყვილების გამოვლენის შემდეგ, შესაძლებლობა გვაქვს თვალი გადავავლოთ ნახევარფინალში გასული გუნდების განვლილ ურთიერთშეხვედრებს.

"ტოტენჰემი" Vs. "აიაქსი"

"აიაქსი" 1:3 "ტოტენჰემი" "ტოტენჰემი" 3:0 "აიაქსი" (ანგარიში: 6:1, 1981/82 წლების თასების მფლობელთა თასის პირველი ეტაპი) მარკ ფალკომ ორ მატჩიან დაპირისპირებაში 3 გოლის გატანა შეძლო. კიტ ბარკინშოუს "ტოტენჰემმა" კურტ ლინდერის "აიაქსი" 1981/82 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის პირველი ეტაპის ორ მატჩიან დაპირისპირებაში სოლიდური ანგარიშით დაამარცხა. UEFA-ს ეგიდით, ორი გუნდი პირველად სწორედ 1981/82 წლების სეზონში დაუპირისპირდა ერთმანეთს. აღნიშნულ სეზონში "ტოტენჰემმა" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალამდე გასვლა შეძლო, სადაც "ბარსელონასთან" დამარცხდა. "ტოტენჰემის" რეკორდი ჰოლანდიური კლუბების წინააღმდეგ: 9 მოგება, 5 ფრე, 3 მარცხი "აიაქსის" რეკორდი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 7 მოგება, 7 ფრე, 8 მარცხი

"ბარსელონა" Vs. "ლივერპული"

"ბარსელონა" 1:2 "ლივერპული" "ლივერპული" 0:1 "ბარსელონა" (ანგარიში: 2:2, გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობით, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2006/07 წლების სეზონის 1/8-ფინალში "ლივერპულმა" კატალონიური გრანდის ბარიერი გადალახა.)
"ლივერპული" 1:3 "ბარსელონა" "ბარსელონა" 0:0 "ლივერპული" (UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2001/02 წლების სეზონის მეორე ჯგუფური ეტაპი) "ბარსელონა" 0:0 "ლივერპული" "ლივერპული" 1:0 "ბარსელონა") (ანგარიში: 0:1, UEFA-ს თასის 2000/01 წლების სეზონის ნახევარფინალი) "ბარსელონა" 0:1 "ლივერპული" "ლივერპული" 1:1 "ბარსელონა" (ანგარიში: 1:2, UEFA-ს თასის 1975/76 წლების სეზონის ნახევარფინალი) ევროსარბიელზე ორ გუნდს შორის გამართული სამივე ორ მატჩიანი დაპირისპირება "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა. მერსისაიდული გრანდი "ბარსელონას" დამარცხებას ყოველთვის მინიმალური ანგარიშით ახერხებდა. 2001/02 წლების სეზონში გამართულმა ჯგურუფი ეტაპის ორმა შეხვედრამ ორ გუნდს შორის არსებული ბალანსი შედარებით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ევროსარბიელზე ორ გუნდს შორის გამართულ 8 შეხვედრაში გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თანაბარია (6:6). "ბარსელონას" რეკორდი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ: 35 მოგება, 21 ფრე, 18 მარცხი "ლივერპულის" რეკორდი ესპანური კლუბების წინააღმდეგ: 14 მოგება, 12 ფრე, 12 მარცხი

სხვა სტატიები