სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში დღეს UEFA-ს სხდომა გაიმართა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა დაასახელეს.
უკვე ოფიციალურადა დადასტურდა, რომ მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთი, კონკრეტულად კი სანკტ-პეტერბურგის სტადიონი უმასპინძლებს.
2022 წლის მასპინძლად UEFA-მ "ალიანც არენა" (გერმანია) დაასახელა, 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი ინგლისში, "უემბლიზე" ჩატარდება.