Belive

ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - შედეგები და მატჩების განხილვა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოსახვედრად 6 გუნდი თამაშობდა.

ზალცბურგი 2:2 ცრვენა ზვეზდა

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მატჩი ავსტრიულ "ზალცბურგსა" და სერბულ "ცრვენა ზვეზდას" შორის: პირველ ტაიმში "ზალცბურგელი" დაბურის დუბლის შემდეგ ავსტრიელები უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამომავლო კენჭისყრის შედეგებზე ფიქრობდნენ, როდესაც ბენისგან მოულოდნელად 2 გოლი მიიღეს. პირველ მატჩში ნათამაშები უგოლო ფრისა და მეტოქის მოედანზე გატანილი 2 გოლის შედეგად, ცრვენა ზვეზდამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

პაოკი 1:4 ბენფიკა

პორტუგალიურმა "ბენფიკამ" განმეორებით მარტივად შეძლო ბერძნული "პაოკის" დამარცხება. პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში ნათამაშები ფრის (1:1) მიუხედავად, პორტუგალიელები მატჩის ფავორიტებად ითვლებოდნენ. ანგარიში ბერძნებმა გახსნეს შესანიშნავად გათამაშებული საჯარიმო პრიჟოვიჩის გოლით დასრულდა, რასაც "ბენფიკამ" 4 უპასუხო გოლით უპასუხა. გოლები ჟარდელმა, სალვიომ (2) და პიციმ გაიტანეს.

პსვ 3:0 ბატე

მეტოქის დამარცხება საშინაო კედლებში მარტივად მოახერხა ჰოლანდიურმა პსვ-მ. მატჩის მთავარი გმირი ლუკ დე იონგი გახდა: ჰოლანდიელმა ფორვარდმა პირველ ტაიმში ჯერ ბერგვინს გაატანინა, შემდეგ კი ჩვეულ სტილში, გოლი თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში "ბატეს" ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირებაზე ითამაშეს, რაც პსვ-მ გონივრულად გამოიყენა, ბულგარულ გუნდს გოლი კონტრშეტევაზე გაუტანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში ჰოლანდიელების სასარგებლოდ 6:2 დააფიქსირა.

სხვა სტატიები