Belive

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 1/4-ფინალური ეტაპის ოთხივე წყვილი გახდა ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩები 12-14 აგვისტოს გაიმართება. ნახევარფინალური დაპირისპირება კი 18-19 აგვისტოს შედგება. კენჭისყრის შედეგად, ნახევარფინალური წყვილებიც გახდა ცნობილი. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ წყვილში გამარჯვებული გუნდი მესამე წყვილში გამარჯვებულ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, მეორე წყვილში გამარჯვებული გუნდი მეოთხე წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

"მანჩესტერ სიტი"/"რეალი" Vs. "იუვენტუსი"/"ლიონი" - "ბარსელონა"/"ნაპოლი" Vs. "ბაიერნი"/"ჩელსი"

"ლაიფციგი" Vs. "ატლეტიკო" - "ატალანტა" Vs. "პსჟ"

სხვა სტატიები