Belive

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ალისონი საკუთარ თანაგუნდელებს აკრიტიკებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "რეალს" დაუპირისპირდა და მეტოქესთან ორივე ეტაპზე დამარცხდა. მადრიდელებმა მერსისაიდელები ორი შეხვედრის ჯამში 6:2 დაამარცხეს.

აღნიშნული შედეგით საკმაოდ უკმაყოფილო იყო ლივერპულელთა კარის დარაჯი ალისონ ბეკერი და მის გაბრაზებას გუნდელების მიმართ არც მალავდა.

"სეზონის განმავლობაში ყველა წარუმატებლობას საკუთარი მიზეზი ჰქონდა. ამ შემთხვევაში ეს ფეხბურთელების დამოკიდებულება იყო. "რეალის" შინ დამარცხება ძალიან რთულია. ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და ვთვლი, თავი არ დავზოგე იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. მთლიან გუნდს თუ განვიხილავთ, ვიტყვი რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. "იუნაიტედთან" ფანტასტიკური, წარმოუდგენელი თამაში გვქონდა. მალევე აუხსნელი მარცხი "ბორნმუთის" წინააღმდეგ. "რეალთან" კი, აშკარა იყო, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა." - განაცხადა ალისონ ბეკერმა.

"ლივერპული" წლევანდელ სეზონში არც ისე კარგად გამოიყურება. პრემიერ ლიგაში იურგენ კლოპის გუნდი მე-6 ადგილს იკავებს. მერსისაიდელებს ინგლისის ჩემპიონატში საკმაოდ რთული თამაშები ელით. შემდეგ ტურში "ლივერპული" "სიტის" შეხვდება, ამის შემდეგ "ჩელსის" და 9 აპრილს "არსენალს" შინ დაუხვდება.

სხვა სტატიები