Belive

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დამყარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. მან საკუთარი გუნდი 1 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოახვედრა - სწორედ ამ მიღწევის საშუალებით იულიან ნაგელსმანმა რეკორდი დაამყარა, ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია (32 წლის), რომელმაც გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გაიყვანა. შეგახსენებთ, "ლაიპციგი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, საშინაო არენაზე "ბენფიკას" დაუპირისპირდა. გერმანელებმა პორტუგალიელების ძლევა ვერ მოახერხეს, თუმცა ფრედ დასრულებული შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გერმანული კლუბი ჯგუფური ეტაპიდან გასულიყო.

სხვა სტატიები