Belive

ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას 4 ქართველი ლეგიონერის გუნდი იღებს და მათი მეტოქეები უკვე ცნობილი გახდა. ლაშა დვალის "ფერენცვაროში" ხორვატულ ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკევტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის მეტოქე ავსტრიული ვენის "რაპიდი" იქნება, ხოლო ნიკა ნინუას "პაოკი" პორტუგალიურ ლისაბონის "ბენფიკას" შეხვდება. მესამე ეტაპის მატჩები 15/16 სექტემბერს შედგება.

სხვა სტატიები