Belive

ჩემპიონთა ლიგა: ორივე ქართველი განაცხადშია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება. აქ მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელების გუნდი, "გენტი" და "პაოკი" მიიღებს. ქართველი ქომაგისთვის სასიხარულო ინფორმაციაა, რომ ორივე გუნდის განაცხადში როგორც გიორგი ჩაკვეტაძე, ისე ნიკა ნინუა მოხვდა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის კარიერას თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" გააგრძელებს და ბელგიურ კლუბს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაემშვიდობება. "გენტი" საშინაო არენაზე ავსტრიულ ვენის "რაპიდს" მიიღებს, ხოლო "პაოკი" პორტუგალიურ ლისაბონის "ბენფიკას" უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები