Belive

ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისი ნეფთჩის დამარცხების შემთხვევაში ბერძნულ გრანდს შეხვდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა იმ გუნდის ვინაობა, ვისაც "დინამო თბილისი" პირველ შესარჩევ რაუნდში, აზერბაიჯანული "ნეფთჩის" დამარცხების შემთხვევაში შეხვდება. კახაბერ ცხადაძის გაწვრთნილი გუნდის პოტენციური მეტოქე შემდეგ ეტაპზე "ოლიმპიაკოსი" იქნება. ბერძნულს კლუბს საკუთარი ჩემპიონატი ისტორიაში 46-ჯერ აქვს მოგებული, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე კი მუდმივად ასპარეზობს. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრები 20/21 და 27/28 ივლისს გაიმართება. რაც შეეხება "დინამო თბილისის" მატჩს, მოქმედი ჩემპიონები "ნეფთჩის" 6/7 ივლისს მიიღებენ, ერთ კვირაში კი მეტოქეს ბაქოში ეწვევიან.

სხვა სტატიები