Belive

ჩემპიონთა ლიგა: დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა, თუ რომელ გუნდს დაუპირისპირდება საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი". აჭარული კლუბის მეტოქე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ შესარჩევ ეტაპზე სლოვაკეთის წარმომადგენელი "სლოვან ბრატისლავა" იქნება, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, შესაბამისად ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არიან, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია. პირველ მატჩს გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი "ბრატისლავას" წინააღმდეგ მეორე შეხვედრას საშინაო კედლებში ჩაატარებს. პირველი მატჩები 5-6 ივლისს, ხოლო საპასუხო 12-13 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები