დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტი" შინ "რაპიდს" დაუპირისპირდება.
ცნობილია ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობა, სადაც მოხვდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე შეხვედრები ერთრაუნდიანია. წყვილს შორის გამარჯვებული "დინამო კიევსა" და "ალკმაარს" შორის მოგებულს შეხვდება.
"გენტსა" და "რაპიდს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.