Belive

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდი ცნობილია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ორივე 1/2-ფინალური შეხვედრის პირველი მატჩები დასრულდა, რის შემდეგაც საუკეთესო თეთმეტეული დასახელდა. შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ "არსენალი" ლონდონში 0:1 დაამარცხა, ხოლო "ბარსელონასა" და "ინტერს" შორის დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა.

სრულად სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა ("პსჟ")

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი ("ინტერი"), მარკინიოსი ("პსჟ"), დენზელ დუმფრისი ("ინტერი"), მაილს ლუის-სკელი ("არსენალი")

ნახევარმცველები: ვიტინია ("პსჟ"), პედრი ("ბარსელონა"), ნიკოლო ბარელა ("ინტერი")

შემტევები: რაფინია ("ბარსელონა"), ლამინე იამალი ("ბარსელონა"), უსმან დემბელე ("პსჟ")

გადამწყვეტი შეხვედრები 6/7 მაისს გაიმართება.

  • "ინტერი" VS "ბარსელონა" - 6 მაისი | 23:00 საათი

  • "პსჟ" VS "არსენალი" - 7 მაისი | 23:00 საათი

სხვა სტატიები