Belive

ჩემპიონობის აღნიშვნისას ატლეტიკოს 14 წლის ქომაგი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდში, ,,ატლეტიკოს'' ჩემპიონობის აღნიშვნის დროს, ,,როხიბლანკოს'' 14 წლის გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოზარდმა, რომელიც მოძრავი ფურგონიდან გადაიხარა, თავი კედელს მიარტყა. ბიჭს გული გაუჩერდა და სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინციდენტის დროს მასთან ერთად მეგობრები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ქომაგის გარდაცვალებას ,,ატლეტიკო'' ტვიტერის ოფიციალური გვერდის საშუალებით გამოეხმაურა - გუნდმა ოჯახს მიუსამძიმრა.



 

სხვა სტატიები