Belive

სპალეტი: ,,შემტევი სტილით თამაში გარისკვას მოითხოვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ატალანტასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,რთული მატჩი გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო, ისევე როგორც ადრე მოპოვებული ქულები... საკუთარი სტილი უნდა შევინარჩუნოთ და მეტოქეს ნაკლები სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება მივცეთ, რაც დღეს მეორე ტაიმში გამოგვივიდა.

,,ატალანტამ'' შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მათი სტილი ,,ლივერპულისა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' სტილს ჰგავს. ასეთ მეტოქესთან გამარჯვება მით უფრო ღირებულია. ჩემი გუნდი ასეთ ატმოსფეროს მიჩვეულია და მშვიდად თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელიც გვსურს.

შემტევი სტილით თამაში გარისკვას მოითხოვს, მაგრამ ეს არის ისეთი გუნდის ცხოვრება, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-13 ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ატალანტას'' სტუმრად 2:1 მოუგო. 13 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილს 35 ქულით ლიდერობს.

ნეაპოლელები მომდევნო შეხვედრას სამშაბათს, 8 ნოემბერს, ,,ემპოლისთან'' შინ გამართავენ.

სხვა სტატიები