Belive

"ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას" - მილანმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი კახა კალაძე 27 თებერვალს 43 წლის გახდა. "დინამო თბილისის", კიევის "დინამოს" და "მილანის" ვეტერან მცველს ყოფილმა კლუბებმა დაბადების დღე მიულოცეს, მათ შორის იტალიურმა გრანდმა. "ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას. დღეს კახა კალაძე 43 წლის გახდა" - წერს "როსონერის" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.

 
View this post on Instagram
 

A post shared by AC Milan (@acmilan)

კალაძე "შავ-წითლების" შემადგენლობაში 2001-10 წლებში თამაშობდა და ლეგიონერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოთამაშე გახლდათ. "მილანის" რიგებში ჩატარებულ 284 შეხვედრაში მის აქტივში 13 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა. მან იტალიურ კლუბთან ერთად სერია A, იტალიის თასი, სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. საქართველოს ნაკრებში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა 83 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კარიერა მან 2012 წელს, "ჯენოას" რიგებში დაასრულა.

სხვა სტატიები