Belive

ვან დე ბეეკმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს - ნიდერლანდელს იტალიური გრანდი ეპატიჟება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი შეიძლება მილანის "ინტერში" გადავიდეს. ინფორმაციას FC Inter News-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბი დაინტერესებულია ფეხბურთელით და სურს მისი იჯარის წესით სეზონის დასრულებამდე წაყვანა. "ნერაძურის" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელის განათხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბრიტანელებმა უარი თქვეს ფეხბურთელის გაშვებაზე, რომელიც გუნდს სეზონის დაწყებამდე "აიაქსიდან" შეუერთდა. ამ სეზონში, 23 წლის ნიჭიერმა ნიდერლანდელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 21 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა (სადებიუტო შეხვედრა, პრემიერლიგაში "კრისტალ პალასთან") და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები