Belive

ტორონტომ ინსინიე Football Manager-ის მსგავსად, Transfermarkt-ის ​მეშვეობით დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საფეხბურთო კლუბი "ტორონტოს" პრეზიდენტი ბილ მენინგი პოპულარული საფეხბურთო თამაშის, Football Manager-ის მოთამაშეთა მსგავსად მოიქცა და პოპულარული ვებ-გვერდის Transfermarkt-ის გამოყენებით, თავისი ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი განახორციელა. საქმე ისაა, რომ როგორც კანადური კლუბის ხელმძღვანელმა მოგვიანებით გაამხილა, მან გუნდის გაძლიერება გერმანული ვებ-გვერდის მონაცემების გამოყენებით სცადა და საბოლოდ ყველაფერი დიდი ტრანსფერით, კერძოდ, ლორენცო ინსინიეს დამატებით დასრულდა. ინსინიე, რომელმაც ბოლო 16 წელი მშობლიურ კლუბ "ნაპოლიში", გაატარა, MLS-ის ისტორიაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, როცა ის ბობ ბრედლის გუნდს უფასო ტრანსფერით ივლისში შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა"წითლებთან" წინასწარი კონტრაქტის შეთანხმება უკვე გააფორმა და გუნდს ოთხწლიანი კონტრაქტით შეუერთდება, რომლის პირობებითაც მისი ხელფასი სეზონში 12 მილიონი დოლარით განისაზღვრება. ეს გარიგება დიდ გადატრიალებად ჩაითვლება კანადაში დაფუძნებული კლუბისთვის. მათ დაიმატეს მოთამაშე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებს ისტორიული ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. ამბობდნენ, რომ კლუბის პრეზიდენტი 2021 წლის MLS-ის სეზონის განმავლობაში ნაჩვენები შედეგების გამო განაწყენებული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ რაღაც ისეთი უნდა გაეკეთებინა, რაც გუნდის ბედს საპირისპიროდ შემოაბრუნებდა. Transfermarkt-ის ვებ-გვერდის მონაცემებზე დაყრდნობით, ის ეძებდა ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებოდათ, დანარჩენი კი, როგორც ამბობენ, ისტორიაა.
"მე გადავხედე იტალიის ეროვნულ გუნდს იმის გასაგებად, თუ რომელ მოთამაშეებს უსრულებოდათ კონტრაქტი თავიანთ კლუბებთან და ლორენცო ინსინიე იყო ერთ-ერთი ამ რამდენიმე მოთამაშეთა შორის. შემდეგ დავიწყე მოთამაშეების ჩამოწერა, რომლებიც მეგონა, რომ მსოფლიო კლასის იყვნენ და მეგონა, რომ ამ ბაზარზე კომერციული ღირებულება ექნებოდათ. შემდეგ მე წარვუდგინე MLS-ის საბჭოს ხუთწლიანი ხედვა იმის შესახებ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი კლუბის გასაძლიერებლად და ლორენცო ინსინიე იყო პირველი სახელი ამ სიაში. და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. როდესაც დ'ამიკომ პირველი სატელეფონო ზარი დაამყარა ინსინიეს აგენტთან, ვინჩენცოს პისაკანესთან, ანდრეამ დამირეკა და მითხრა: "ბილ, ეს ბედისწერაა, ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ეს მოხდა სექტემბერში. ეს არის ფეხბურთელი თავისი კარიერის პიკში, რომელმაც ახლახან მოიგო ევროპის ჩემპიონატი... და განაგრძო წელს ძალიან მაღალ დონეზე თამაში.ჩვენ გვყავდა ბევრი ცნობილი მოთამაშე და საოცარი ფეხბურთელი ამ ლიგაში, მაგრამ ფეხბურთელი თავისი ნაჩვენები შედეგებით და ისეთი, რომელიც კარიერის პირველ ეტაპზე იმყოფება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდში ჯერ არ გვინახავს", - თქვა "ტორონტოს" პრეზიდენტმა.
ინსინიე  ​MLS-ის კლუბის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტზე ხელმოწერას ახალი წლის ღამეს დათანხმდა და კანადაში მისი ჩასვლის დეტალებიც მალევე გაირკვა. კარიერის განმავლობაში, ლორენცო ინსინიეს "ნაპოლის" გარდა სხვა კლუბთან კონტრაქტი არ ჰქონია, თუმცა იჯარის წესით "კავესეში", "პესკარასა" და "ფოჯიაში" უთამაშია. 30 წლის კაპიტანმა "ნაპოლის" მაისურით 417 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა და 91 საგოლე პასი გააკეთა. მან ნეაპოლიტანელების რიგებში ორჯერ იტალიის თასი, ერთხელ კი სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები