Belive

სიახლე ერიქსენის მდგომარეობაზე: ცნობილია, რამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს დანიელი ფეხბურთელი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მილანის "ინტერმა" განაცხადა, რომ კრისტიან ერიქსენს ამ სეზონში იტალიაში თამაშის უფლება არ ეძლევა. აღნიშნული დასკვნა მედიკოსებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მიმდინარე წლის ზაფხულში, ევრო 2020-ზე მან გონება დაკარგა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, რამდენიმე წამის განმავლობაში გულიც გაუჩერდა. 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ, 29 წლის ნახევარმცველის გადასარჩენად დეფიბრილატორი (ელექტრო-შოკი, ICD) დაუმონტაჟეს. ცოტა ხნით ადრე, მილანის "ინტერმა" გამოაცხდა, რომ ერიქსენი შესანიშნავ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში იყო. ეს აგვისტოში, კლუბის სავარჯიშო მოედანზე ვიზიტის დროს დაგეგმილი სამედიცინო ტესტების წინ მოხდა, როცა უნდა დადგენილიყო, შეეძლო თუ არა დანიელ ფეხბურთელს სათამაშო კარიერის გაგრძელება.
Christian Eriksen stable, awake after collapsing in Denmark's Euro 2020  match against Finland - ABC News
"ერიქსენის სარეგისტრაციო უფლებებზე მითითებით, უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომელიც მოხდა ევროპის ჩემპიონატზე 2021 წლის ივნისში, ფეხბურთელი დროებით დაბლოკილია. მას იტალიის ავტორიტეტული სამედიცინო დაწესებულებების მიერ, მიმდინარე სეზონში სპორტული აქტივობა ეკრძალება. ფრანჩესკო ბრაკონარომ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, აგვისტოში განაცხადა, რომ ერიქსენს იტალიაში თამაშის უფლებას არ დართავენ, თუ ICD მოწყობილობა არ მოიხსნება. "ინტერმა" ასევე განაცხადა, რომ ერიქსენს ამ სეზონში კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების უფლება მისცეს: "მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის ამჟამინდელი პირობები არ აკმაყოფილებს იტალიაში სპორტული ფიტნესის დონის მიღწევისთვის საჭირო მოთხოვნებს, სხვა ქვეყნებში ეს შესაძლოა დასაშვები იყოს". ერიქსენი "ინტერს" "ტოტენჰემიდან" 2020 წლის იანვარში, 27 მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა და მას შემდეგ, "ინტერნაციონალის" მაისურით 60 მატჩში რვა გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები