Belive

საქართველოში ინტერის საფეხურთო აკადემია გაიხსნება 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​საქართველოში იტალიური გრანდის, მილანის "ინტერის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მილანური კლუბის სოციალური მედია ავრცელებს   "ინტერის" აკადემიას საქართველოში "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" წარადგენს, რომელმაც ქართულ ფეხბურთში ინვესტირება სულ ცოტა ხნის წინ განახორციელა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი, ქუთაისის "ტორპედო" შეიძინა. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სპორტული კლუბი დიღომში მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკი“ იყო. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტმა აკადემია შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომ პროფილი შეენარჩუნებინა. აქამდე "ინტერს" მსოფლიოს მასშტაბით 19 საფეხბურთო აკადემია ჰქონდა გახსნილი, თბილისში კი მეოცე ასეთი საფეხბურთო ობიექტი შეიქმნება.  

სხვა სტატიები