Belive

რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ლეგიონერად დაასახელეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მილანის "ინტერის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ აირჩიეს საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად, რომელიც ქვეყნის ფარგლებს მიღმა თამაშობს. ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ, 125 წლის იუბილის საპატივსაცემოდ, ორგანიზება გაუწია გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის ჩატარებას და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. ბელგიის ოფიციალური ფანკლუბის წევრების თითოეული ხმა ითვლებოდა ორად. "მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს აქ ყოფნისთვის. მადლობა ჩემს პარტნიორებს "ინტერში" და ეროვნულ გუნდში. ბიჭებო, ყოველთვის მეხმარებით! მადლობა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბს, რომ უკეთესები გამხადეს", -წერს "ნერაძურის" 27 წლის ფორვარდი Twitter-ის პირად გვერდზე.

კენჭისყრაში, ლუკაკუმ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს კევინ დე ბრიუინს და მადრიდის "რეალის" მეკარეს ტიბო კურტუას აჯობა. მიმდინარე სეზონში, ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მილანური კლუბის მაისურით 22 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები