Belive

პირველი მოქმედი მსაჯი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს ტელევიზიით ახსნის

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიელი მსაჯი დანიელ ორსატო აპირებს გახდეს პირველი თავის კოლეგებს შორის, რომელიც გამოჩნდება ტელევიზიაში და განმარტავს თავის გადაწყვეტილებებს. ის 6 თებერვალს ინტერვიუში მიიღებს მონაწილეობას. ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრის აგრესიას იწვევს, საკამათო გადაწყვეტილებებია, რომელიც არასდროს იხსნება მათი მიმღები ადამიანების მიერ. მსაჯები და სხვა მაღალჩინოსნები ტელევიზიებში არასდროს დადიან და თავიანთ გადაწყვეტილებებს არ განმარტავენ, მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ გაკეთებული საქმის შეფასებას ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ხშირად სთხოვენ. ყოფილი მსაჯებიც ხშირად თავს იკავებენ კამერების წინაშე გამოჩენისგან და თავიანთ კოლეგებზე ღიად საუბრისგან, თუმცა ამჯერად, გამოცდილი იტალიელი არბიტრი საპასუხისმგებლო და თამამ გადაწყვეტილებას იღებს და ტელე-ეთერის საშუალებით ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს უპასუხებს.
Orsato recently refereed the Rome derby. Image: PA Images
სერია A-ს 24-ე ტურში, შაბათს, 27 თებერვალს, „სპეციასა“ და „პარმას“ შორის გამართული შეხვედრის (2:2) შემდეგ, ორსატო ეკრანებზე პირველად არა საფეხბურთო მოედნიდან, არამედ ტელესტუდიიდან გამოჩნდება. ბოლო დრომდე, იტალიის მსაჯთა ასოციაციის ოფიციალურ პირებს ეკრძალებოდათ სატელევიზიო ეთერში გასვლა და ინტერვიუების მიცემა, ასე რომ, ცხადია, არცერთ მათგანს არ მიუღია არცერთ გადაცემაში მონაწილეობა და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. ახალმა პრეზიდენტმა ალფრედო ტრენტალანჟმა განაცხადა, რომ ის დაკეტილ კარებს გააღებდა და შედეგიც სახეზეა - დანიელე ორსატოს მსოფლიო კვირას, 7 მარტს, იტალიური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იხილავს. 45 წლის რეფერი 2010 წლიდან ფიფას კატეგორიის წოდებას ატარებს, 2019 წლის 12 მარტს, ის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრას მოემსახურა, რომეიც „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პსჟ-ს“ სტუმრად - 3:1 სძლია. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 2020 წლის 23 აგვისტოს, ლისაბონში შედგა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „პსჟ-ს“ შორის, რომელშიც გერმანულმა გრანდმა - 1:0 იმარჯვა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.

სხვა სტატიები