Belive

"ფეხბურთი ან ოჯახი - არჩევანი უნდა გავაკეთო" - ანტონიო კონტე ინტერიდან წასვლაზე საუბრობს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. "წინა წელი ძალიან რთული და დატვირთული იყო. ყველაფერს საზღვარი აქვს. თუ ის რაც სამსახურში ხდება, თქვენს პირად ცხოვრებას და ინტერესებს აზიანებს, ეს მიუღებელია.  მე მყავს ოჯახი და არჩევანის წინაშე დავდექი. ყველაფერს აქვს საზღვრები და უნდა გადავწყვიტო, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანია - ფეხბურთი თუ ოჯახი", - თქვა იტალიელმა. 51 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარსულში "ჩელსის", "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, "ნერაძური" შარშან ზაფხულში ჩაიბარა, სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.  

სხვა სტატიები