Belive

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ინტერში დაბრუნდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ის საგა, რომელიც ფაქტობრივად მთელი 2021/22 წლების სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ დასრულდა - რომელუ ლუკაკუ მილანის "ინტერში" დაბრუნდა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა, საბოლოოდ ოფიციალურად დადასტურდა - ბელგიელი თავდამსხმელი იტალიურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ლონდონის "ჩელსიმ" ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი ყოფილ კლუბში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაანათხოვრა, რასაც ბონუსები უნდა დაემატოს, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად "არისტოკრატები" 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ამავე დროს, 29 წლის თავდამსხმელის ხელფასსაც "ნერაძური" დაფარავს, რაც 300 000 ევროს უდრის. 2021/22 წლების სეზონში ლუკაკუმ "ჩელსიში" ყველა ტურნირზე 43 მატჩში 15 გოლი და 2 საგოლე პასი მოაგროვა, ხოლო იქამდე, იტალიურ გრანდში გატარებულ ორ სეზონში 95 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 64 გოლი გაიტანა, 16 საგოლე პასი გააკეთა და იტალიის სერია A-ს 2020/21 წლების გათამაშება მოიგო.  

სხვა სტატიები