Belive

ოფიციალურად: ფრანკ კესი ბარსელონას ფეხბურთელია!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ის, რაზეც 2022 წლის განმავლობაში ევროპული სპორტული მედია აქტიურად საუბრობდა, ოფიციალურად დადასტურდა - ფრანკ კესი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა. კოტ'დივუარელი ნახევარმცველი კატალონიურმა გრანდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
' Benvingut, Kessie! ❤️ ¡Bienvenido, Kessie! Posted by FC Barcelona on ორშაბათი, 04 ივლისი, 2022
  კესი იტალიის სერია A-ს ბინადარ "ატალანტას" 2015 წელს შეუერთდა და განათხოვრების წესით ჯერ "ჩეზენაში", შემდეგ კი "მილანში" ითამაშა. "როსონერიმ" აფრიკელი ფეხბურთელი 2019 წელს, 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და მასთან ერთად სკუდეტოს მოგება შეძლო. ფრანკ კესიმ, რომელიც 2021/22 წლების იტალიის ჩემპიონი გახდა, "მილანში" 223 შეხვედრა ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

სხვა სტატიები