Belive

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსში დაბრუნდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - მასიმილიანო ალეგრი ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდა. იტალიელი სპეციალისტი ყოფილ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, 53 წლის სპეციალისტის "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” 2014-19 წლებში თავკაცობდა და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა 5-ჯერ სერია A, 4-ჯერ კოპა იტალია და 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები