Belive

ნაპოლის პრეზიდენტმა დაადასტურა: კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმა დაადასტურა - ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდება. გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნეაპოლიტანური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ზაფხულში გუნდი მის დამატებას შეეცდება. მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ცნობა, რომ კვარაცხელია "ნაპოლისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სხვა სტატიები