Belive

მორიგი ტრანსფერი - კვარაცხელიას გუნდმა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში გუნდის გაძლიერებაზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში დაიწყო. 18 აგვისტოს, ნეაპოლიტანურმა კლუბმა "ჰელას ვერონადან" 1-წლიანი იჯარის წესით ჯოვანი სიმეონეს დამატება გააოფიციალურა, ხოლო როგორც იტალიურ მედიაში ირკვევა, უახლოეს საათებში "ნაპოლი" კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს. "ნაპოლის" შემდეგი სამიზნე "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელეა, რომელიც იტალიაში უკვე ჩავიდა. ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და კლუბიც მის ტრანსფერს გამოაცხადებს. საინტერესოა, რომ ამით აურელიანო დე ლაურენტისის გუნდი მიმდინარე ფანჯარაზე საქმიანობის დასრულებას არ აპირებს და გეგმაში კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის, "სასუოლოს" 22 წლის შემტევის, ჯაკომო რასპადორის დამატება აქვს. რაც შეეხება 21 წლის ქართველ ფეხბურთელს, მან სეზონი "ჰელას ვერონას" კარში გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით, მისმა გუნდმა კი - 5:2 გამარჯვებით და 3 ქულით დაიწყო. მეორე ტურში "ნაპოლი" 21 აგვისტოს, "მონცას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები