Belive

მარადონამ ნაპოლის კოპა იტალიას მოგება მიულოცა 

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავის ყოფილ კლუბ "ნაპოლის" Instagram-ის მეშვეობით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოგება მიულოცა. 17 ივნისს, ნეაპოლიტანელებმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტურინის "იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალში, პენალტების სერიაში - 4:2 (ძირითადი დრო - 0:0) დაამარცხეს და ამ ტიტულს ისტორიაში მეექვსედ დაეუფლნენ. "Მე ვამაყობ თქვენით. წინ "ნაპოლი!", - წერს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.  

 
View this post on Instagram
 

Orgoglioso di voi. Forza Napoli!!! 🏆💙 #CoppaItalia

A post shared by Diego Maradona (@maradona) on

მარადონა ნეაპოლური კლუბის ფერებს 1984-91 წლებში იცავდა და ამ დროში ორჯერ სკუდეტო, ერთხელ ხსენებული თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო. ამჟამად 59 წლის არგენტინელი სამშობლოში მუშაობს და "გიმნაზიას" მთავარი მწვრთნელია.

სხვა სტატიები