Belive

ლაუტარომ პოზიცია დააფიქსირა - რა უშლის ხელს ტრანსფერს?

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca- ს ცნობით, "ინტერის" თავდამსხმელს ლაუტარო მარტინესს "ბარსელონაში" გადასვლა სურს, ამის შესახებ გუნდს აცნობა და კლუბებს შორის მოლაპარაკებებს თვალყურს ადევნებს. წყაროს თანახმად, მიუხედავად კატალონიელების აქტიური დაინტერესებისა არგენტინელით, ფორვარდს გუნდში მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კლუბს გამოცდილი ლუის სუარესი დატოვებს. ეს უკანასკნელი კი უახლოეს მომავალში შესაძლოა "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინესის ტრანსფერის მოლაპარაკებებში კატალონიურმა გრანდმა ცნობილი აგენტი ჟორჟე მენდეში ჩართო, თუმცა საქმეს სატრანსფერო ფასი ართულებს. "ნერაძურის" ფეხბურთელის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გასხვისება არ სურს. ლაუტარო "ინტერს" 2018 წლის ზაფხულში მშობლიური "რასინგიდან" შეუერთდა და 84 შეხვედრაში 30 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები