Belive

კვარაცხელიას გუნდმა პსჟ-ს ყოფილი მეკარე დაიმატა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ვეტერანი იტალიელი მეკარე, სალვატორე სირიგუ დაიმატა. 35 წლის გოლკიპერი ნეაპოლიტანელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან გუნდი გამოცდილმა დავიდ ოსპინამ დატოვა, ხოლო 25 წლის ალექს მერეტი დიდი ალბათობით კლუბს იჯარის წესით დატოვებს და შემდეგ სეზონში განათხოვრებით ითამაშებს. სირიგუმ, რომელიც კარიერის განმავლობაში "პსჟ-ს", "სევილიას", "პალერმოს", "ოსასუნასა" და "ტორინოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა, ბოლოს კი "ჯენოას" მაისურს ირგებდა, ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. სირიგუს 4-ჯერ საფრანგეთის ლიგა 1, 2-ჯერ ამ ქვეყნის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 4-ჯერ სუპერთასი აქვს მოგებული, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. საინტერესოა, რომ სალვატორე სირიგუს კარიერის საწყის ეტაპზე, "პალერმოში" გამოსვლის დროს, გამოცდილი ქართველი თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის გვერდითაც უთამაშია.

სხვა სტატიები