Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში სამედიცინო შემოწმება გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. ქართველმა გარემარბმა, რომელიც ნეაპოლში 6 ივლისს ჩავიდა და კლუბში პირველი დღე გაატარა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა წარმატებით გადალახა და უკვე კლუბის სრულფასოვანი წევრია. უახლოეს დღეებში, ნეაპოლიტანელებმა 21 წლის ქართველი ოფიციალურად უნდა წარადგინონ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ნომრიან მაისურს მოირგებს ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გრანდში. ცნობილია ისიც, რომ "ნაპოლი" მშობლიური ქალაქიდან დიმაროში 8 ივლისს გაემგზავრება, სადაც ზაფხულის საწვრთნელ შეკრებას გაივლის და 2022/23 წლების სეზონისთვის მოემზადება. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სხვა სტატიები