Belive

ხაბულიანის და ლა ლიგის კლუბების წინააღმდეგ - კვარაცხელიას გუნდის საზაფხულო გეგმები

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" საერთაშორისო ამხანაგური მატჩები დაგეგმა. ზაფხულის შეკრების პირველ ეტაპს კვარაცხელიას გუნდი ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ დიმაროში გაივლის და იქ ადგილობრივ კლუბებს, უმეტესად ქვედალიგელებს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ეტაპზე გუნდი კასტელ დი სანგროში (დი სანგროს ციხე - ქალაქი აკვილას პროვინციაში, სამხრეთ იტალია) გაემგზავრება და იქ 4 მატჩს გამართავს. 4 საერთაშორისო შეხვედრიდან, რომელიც კლუბმა სეზონის წინ უნდა გამართოს, 3 ლა ლიგის წარმომადგენელი, ხოლო ერთიც თურქეთის სუპერლიგის კლუბს წინააღმდეგ შედგება. ესპანელთაგან საქართველოს ნაკრების ლიდერის ახალ კლუბს "ესპანიოლი", "მალიორკა" და "ჟირონა" დაუპირისპირდებიან, ხოლო თურქული მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მოწინააღმდეგე გიორგი ხაბულიანის "ადანა დემირსპორი" იქნება, რომლის რიგებშიც მარიო ბალოტელი თამაშობს და რომლის მთავარი მწვრთნელიც იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ვინჩენცო მონტელაა.

მთლიანობაში, შეკრების განმავლობაში ნეაპოლური კლუბის ამხანაგური მატჩების განრიგი ასეთია:

17 ივლისი: "პერუჯა" | სერია B 27 ივლისი: "ადანა დემირსპორი" | თურქეთის სუპერ ლიგა 31 ივლისი: "მალიორკა" | ლა ლიგა 3 აგვისტო: "ჟირონა" | ლა ლიგა 6 აგვისტო: "ესპანიოლი" | ლა ლიგა
https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/khvicha-kvaratskhelia-napolishi-chemi-shesadzleblobebis-tsarmosachenad-movedi/?fbclid=IwAR1tF6Z6WEQLBD6Dj3GJQGZne57kvQ-yxm6liDGg8VRGDMb40S1cgiS8fUk აქვე, მიმდინარე შეკრების დარჩენილი ნაწილის დეტალებსაც მოგახსენებთ: 15, 16 და 18 ივლისს, გუნდს ორჯერადი, ტრადიციული დილის და საღამოს ვარჯიშები ექნება, 17-ში დღის პირველი ნაწილის განმავლობაში "ნაპოლის" ფეხბურთელები დაისვენებენ და საღამოს ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, ხოლო პირველი შეკრება 19 ივლისს დასრულდება, როცა გუნდი საღამოს ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს და ნეაპოლში გაემგზავრება. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "ნაპოლის" მაისურით 14 ივლისს შედგა, როცა "ლურჯები" ნახევრადსამოყვარულო კლუბ, "ვალ დი ნონს" დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით - 10:0 იმარჯვეს. 21 წლის ქართველმა ტალანტმა შეხვედრის პირველი ტაიმი ითამაშა და 2 გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები