Belive

იბრაჰიმოვიჩი და მილანი შეთახნმდნენ - კონტრაქტის პირობები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და "მილანი" კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მისივე ცნობით, შვედი თავდამსხმელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 500 000-ს ბონუსი დაემატება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, თანხა გაორმაგდება. 38 წლის თავდამსხმელი "მილანში" პირველად 2010-12 წლების სეზონში გამოდიოდა, მიმდინარე წლის ზამთარში კი "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" დაბრუნდა. საერთო ჯამში, "შავ-წითლების" მაისურით იბრამ 105 შეხვედრა ჩაატარა, 67 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები