Belive

გოლი, საგოლე პასი და დიდებული დასაწყისი - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ვერონასთან მატჩში 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. "ნაპოლის" მაისურით სადებიუტო შეხვედრაში "ვერონას" წინააღმდეგ კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა გამოცემებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს. Sofascore-ის ვერსიით, კვარაცხელიამ 7.7 ქულა დაიმსახურა, მისი დეტალური სტატისტიკა კი შემდეგნაირია:


ნათამაშები წუთები: 68 გოლი: 1 საგოლე პასი: 1 კარში დარტყმა: 2 კარისკენ დარტყმა: 1 დაბლოკილი დარტყმები: 1 ბურთთან შეხება: 49 პასის სიზუსტე: 20/24 (83%) საკვანძო პასი: 2 გრძელი პასი: 1/4 საგოლე შანსის შექმნა: 1 მიწაზე მოგებული ორთაბრძოლა: 2/14 ჰაერში მოგებული ორთაბრძოლა: 1/1 მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1 ​ჩაჭრა: 1

ხვიჩა კვარაცხელიას გადაადგილების ამსახველი გრაფიკული გამოსახულება "ვერონასთან" მატჩში: 

სხვა სტატიები