Belive

დიბალამ რონალდუს აჯობა - არგენტინელი სერია A-ს საუკეთესოდ დაასახელეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პაულო დიბალა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გათამაშების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი არგენტინელ ვარსკვლავს ერგო. "ბებერი ქალბატონის" 26 წლის შემტევმა ნომინაციაში საკუთარი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ დაამარცხა. დიბალამ თავისთვის ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგებაში წვლილი 11 გოლით და 11 საგოლე გადაცემით შეიტანა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, აქ გამარჯვებულთა გვარები ასე გამოიყურება:  საუკეთესო მეკარე: ვოიცეხ შესნი ("იუვენტუსი") საუკეთესო მცველი: შტეფან დე ვრეი ("ინტერი") საუკეთესო ნახევარმცველი: ალეხანდრო გომესი ("ატალანტა") საუკეთესო თავდამსხმელი: ჩირო იმობილე ("ლაციო")

სხვა სტატიები