Belive

დიბალა პოლიციამ დაკითხა - ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რომას'' შემტევი, პაულო დიბალა, ყოფილ გუნდთან, ტურინის ,,იუვენტუსთან'' ფარული ფინანსური გარიგების გამო, შესაძლოა, 1-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ არგენტინელი ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხა. გამომძიებლის მტკიცებით, დიბალას 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, ხელფასის აღებაზე უარი არ უთქვამს (როგორც ეს ტურინულმა გუნდმა განაცხადა), ის ანაზღაურების გადადებას დათანხმდა და შემდეგში 1.9 მილიონ ევრომდე მიიღო.

იტალიის სპორტული მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პირს, რომელიც გუნდთან აფორმებს კონტრაქტს ან იღებს კომპენსაციას რეგულაციების დარღვევით, 1-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

რამდენიმე კვირის წინ, იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. გამოძიება ისევ გრძელდება.

პაულო დიბალა ,,იუვენტუსში” 2015-2022 წლებში თამაშობდა. 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ტურინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 291 შეხვედრაში 115 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები