Belive

დანი ალვეში: "დღევანდელ მილანში მთავარი ვარსკვლავი ვიქნებოდი" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა მოთამაშემ, დანი ალვეშმა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გრანდის "მილანის" არსებული მდგომარეობის და საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა. "დღევანდელ "მილანში" მე მთავარი ვარსკვლავი ვიქნებოდი. ასაკი უბრალოდ ციფრებია და მე მინდა ვიბრძოლო იქამდე, სანამ ფეხბურთის თამაში შემეძლება. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: არ მინდა შემრცხვეს იმის გამო, რასაც მოედანზე გავაკეთებ. კარიერას მაშინ დავამთავრებ, როცა მივხვდები, რომ ფეხბურთის თამაში აღარ შემიძლია", - თქვა "იუვენტუსის", "ბარსელონას" და "სევილიას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა. თავისი პოზიციის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდა და "სან-პაოლოს" მაისურს ირგებს. მას მერე 37 წლის ფეხბურთელმა 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის კონტრაქტი ძალაში 2022 წლის დეკემბრამდეა.

სხვა სტატიები