Belive

"ჩვენი ინტერესების გამო ისტორია არ უნდა წავშალოთ" - რონალდუ პელეს რეკორდის გაუმჯობესებას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსმა" "კალიარი" - 3:1 დაამარცხა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 23 გოლით ლიდერობა გაიმყარა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პროფესიონალურ კარიერაში 770-ე გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. მართალია, ამ შედეგს რონალდუმ უკვე რამდენიმე კვირაა მიაღწია, მაგრამ 36 წლის ფორვარდი ისტორიულ ფაქტს მხოლოდ ახლა გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ამის მიზეზებზეც ისაუბრა. "ბოლო რამდენიმე კვირა სიახლეებით და სტატისტიკით იყო სავსე, რომელიც ამტკიცებს, რომ მე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და გადავასწარი პელეს, რომელსაც 757 ოფიციალური გოლის ჰქონდა გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის, ახლა დროა განვმარტო, თუ რატომ არ ვაღიარე ეს ფაქტი ამ მომენტამდე. ჩემი მარადიული და უპირობო აღტაცება ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მიმართ, ასევე, პატივისცემა, რომელიც მე მე-20 საუკუნის შუა საუკუნეების ფეხბურთის მიმართ მაქვს, მიბიძგებდა გამეთვალისწინებინა მისი 767 გოლი, ვთვლიდი, რომ მან 9 გოლი გაიტანა სან-პაულუს შტატის გუნდში, ასევე ერთი გოლი ბრაზილიის სამხედრო გუნდისთვის, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული. სამყარო შეიცვალა მას შემდეგ და მათ შორის ფეხბურთიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წაშალოთ ისტორია ჩვენი ინტერესების შესაბამისად.  დღეს, როდესაც ჩემს პროფესიონალურ კარიერაში 770-ე ოფიციალურ გოლს მივაღწიე, ჩემი პირველი სიტყვები პირდაპირ პელეს ეძღვნება. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მასზე ლეგენდების მოსმენაში არ გაზრდილა, ვისაც მის დიდებულ გოლებზე არ სმენია. არც მე ვარ გამონაკლისი და სწორედ ამიტომ, მე სიხარულითა და სიამაყით ვივსები, რადგან ვაღიარებ, რომ მე მისი რეკორდის გადალახვა შევძელი. ამაზე მადეირაზე გატარებული ბავშვობის წლებში ვერასდროს წამოვიდგენდი. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საოცარ მოგზაურობაში ჩემთან ერთად: ჩემს თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში და უპირველეს ყოვლისა, ჩემს ოჯახს და ახლო მეგობრებს: ირწუმენთ ჩემი, როცა ვამბობ, რომ თქვენს გარეშე ვერ გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე. მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩებს, ახალ გამოწვევებსა და ტიტულებს. მერწმუნეთ, ეს ამბავი ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. მომავალი ხვალიდან იწყება და "იუვენტუსისა" და პორტუგალიისთვის კიდევ ბევრი რამაა მოსაგები! შემომიერთდი ამ მოგზაურობაში! წავედით!", - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები