Belive

ბუფონი რეკორდზე მიდის - ლეგენდარული მეკარე კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" 42 წლის მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც 28 იანვარს 43 წლის ხდება, ტურინულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს და სურს გახდეს სერია A-ს უხუცესი მოთამაშე. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. მიმდინარე სეზონში, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა "ბებერი ქალბატონის" მაისური ექვს შეხვედრაში მოირგო, 2 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. მსოფლიოს 2006 წლის და ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონი "ბიანკონერიში" "პარმადან", 2001 წელს გადაბარგდა და 2018 წლამდე გუნდის კარს უცვლელად იცავდა. 2018/19 წლების სეზონი ჯიჯიმ "პსჟ-ში" გაატარა, მას მერე კი საყვარელ კლუბს დაუბრუნდა. კარიერაში ბუფონს არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 10-ჯერ სკუდეტო, 5-ჯერ კოპა იტალია, 7-ჯერ იტალიის სუპერთასი, უეფას თასიმ საფრანგეთის ჩემპიონატი და სუპერთასი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი. 2017 წელს, ის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სხვა სტატიები