Belive

ანდრეა პირლო: "მან ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა, მასწავლა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. "ახლა კარგი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შეგვეძლო, რომ მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი გოლით დიდი საქმე გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრად უკეთესად გავაკონტროლეთ მატჩის მიმდინარეობა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშით, გუნდის თავდადებით, მოქმედებების პროდუქტიულობით. განსაკუთრებით შაბათს, კროტონეში არც თუ ისე წარმატებული თამაშის შემდეგ. ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი დღე ჰქონდათ "დინამოს" წინააღმდეგ შეხვედრის მოსამზადებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ბუნებრივია, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ 90 წუთით, რადგან იყო ტექნიკური წუნი, ფეხბურთელები შეცდომებს უშვებდნენ პასების მომენტში, თუმცა მთლიანობაში ნაჩვენები შედეგი კმაყოფილების საფუძველს მაძლევს.  ლუჩესკუ? ის ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტური როლი ითამაშა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. უპირველეს ყოვლისა, მან მასწავლა თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი. მის წინაშე თავს დავალებულად ვგრძნობ. დღეს მისი თანდასწრებით, შეიძლება ითქვას, მოხდა ჩემი ნათლობა სამწვრთნელო საქმეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მას ძალიან დიდ პატივს ვცემ", - თქვა ახალბედა იტალიელმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები