Belive

ანდრეა ანიელი: "რონალდუ ჩვენთან რჩება" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტის ანდრეა ანიელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ შემდეგ სეზონშიც მის კლუბში ითამაშებს. "ის ჩვენთან რჩება. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიშტიანუ შემდეგ სეზონშიც "იუვენტუსში" ითამაშებს. ის ამ გუნდის დასაყრდენია", - თქვა იტალიური კლუბის მმართველმა. პორტუგალიელს "ბიანკონერისთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დასრულებულ სეზონში, 35 წლის თავდამსხმელმა 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები